„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 340000000.10.003.016690
  • Word
17
18/01/2012
ვებგვერდი, 24/01/2012
340000000.10.003.016690
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 17

2012 წლის 18 იანვარი

. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 224) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულების :

1. მე‑7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, ფერმერთა ინფორმირების მიზნით რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების თაობაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, სოფლის მეურნეობის სფეროში რეგიონალური პოლიტიკისა და სათანადო რეკომენდაციების შე უშავებაში მონაწილეობის მიღება;“;

ბ) “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია, იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა, სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზი და მონიტორინგი;“;

გ) “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მელიორაციის სფეროში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სარწყავი სისტემის ქვეშ მყოფ სარწყავ მიწებსა და მიმდებარე მიწებზე დაკვირვება, მათი აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწის კონსოლიდაცი , ნიადაგის ხარისხობრივი შეფასება, მისი მდგომარეობის აღრიცხვა და ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სახელმწიფო ზედამხედველობა და მისი შენარჩუნების ორგანიზება;“.

2. მე 10 მუხლის მე 3 პუნქტის „ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) ღვინის ეროვნული სააგენტო;.  

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                          ნ. გილაური