დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.057.016072 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №3
2012 წლის 17 იანვარი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება –საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 85 (ოთხმოცდახუთი) საშტატო ერთეულით, მათ შორის, სამმართველოს მოსამსახურეთა რიცხოვნობა 70 (სამოცდაათი) საშტატო ერთეულით.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები