აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-1/194
23/01/2012
ვებგვერდი, 24/01/2012
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/194

2012 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 12.01.12 წლის №S001628 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 18.01.12 წლის სხდომის №1 ოქმისა და დასკვნის  საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, კერძო საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება კერძოდ:

რობერტ ჩაჩავას  საკუთრებაში არსებული 20000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 664 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო კოდი – 65.10.40.001) (პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო  ფართობი 20000.00კვ.მ.)

2.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით    გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს.

. ქობალია