„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 19/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016686
  • Word
13
18/01/2012
ვებგვერდი, 24/01/2012
290160000.10.003.016686
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 13

2012 წლის 18 იანვარი

. თბილისი

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრი №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრი №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდეგ ყოველთვიურად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებული არიან სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში;.

3. დადგენილებით დამტკიცებული 3 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ანდრია ურუშაძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   

მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი გიორგობიანი                                                                        

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  

მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გიორგაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე

მიხეილ დოლიძე

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ებანოიძე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

პაპუნა პეტრიაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

აკაკი სეფერთელაძე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ტატო ურჯუმელაშვილი

სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე

ლაშა ჯუღელი                                                                    

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

რევაზ მაჭარაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, კომისიის მდივანი.“.

 

მუხლი 2. დადგენილება  ამოქმედდეს 2012 წლის 19 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                        ნ. გილაური