დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.016237 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/01/2012 - 28/02/2012)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №15
2012 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2. ამ ბრძანებით განსაზღვრულ საფეხურებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის № 206 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა | ||||
| საფეხური 1 | საფეხური 2 | საფეხური 3 | საფეხური 4 | საფეხური 5 | |
| დეპარტამენტის უფროსი | 2,170 | --- | --- | --- | --- |
| დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1,900 | 2,000 | 2,110 | --- | --- |
| დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-სამმართველოს უფროსი | 1,900 | 2,000 | 2,110 | --- | --- |
| სამმართველოს უფროსი | 1,700 | 1,800 | 1,900 | --- | --- |
| მრჩეველი | 990 | 1,090 | 1,200 | 1,350 | 1,540 |
| მინისტრის მრჩეველი | 1,540 | --- | --- | --- | --- |
| მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეები | 990 | --- | --- | --- | --- |
| გამომძიებელი | 1,040 | 1,140 | 1,250 | 1,540 | |
| სპეციალისტი | 750 | --- | --- | --- | --- |
| მძღოლი | 690 | 790 | --- | --- | --- |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები