წალკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
წალკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.155.016071
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5
20/01/2012
ვებგვერდი, 26/01/2012
190040000.35.155.016071
წალკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2012 - 10/05/2013)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2012 წლის 20 იანვარი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი თანდართული დანართის მიხედვით.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №11 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   დ. მაჩიტიძე

 

წალკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაწევა

დებულება

პრეამბულა

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა ა დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

    მუხლი 1. ონკოლოგიური დაავადებებით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით, ბრონქიალური ასთმით, დიაბეტით დაავადებულ პირთა სამედიცინო დახმარება

1. ონკოლოგიური დაავადებით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით, ბრონქიალური ასთმით, დიაბეტით დაავადებულმა მოქალაქეებმა ან მათი ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინო ნ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);

დ) ცნობა ტერიტორიალური ორგანოდან;

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო აწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

3. ზემოთ აღნიშნულ მოქალაქეებ დახმარება გაეწევა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით, ხოლო მწვავე გადაუდებელი სამედიცინო სტაციონარული უზრუნველყოფისათვის თანხის 50/%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 2. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და გაჭირვებული ოჯახების დახმარება

1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბენეფიციართა კონტინგენტია სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 57 000-დან 80 000 სარეიტინგო ქულამდე;

2. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით ან სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფისათვის თანხის 50/%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან;

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ მითითებით, რომ ოჯახს ნამდვილად ესაჭიროება დახმარება;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან (სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში).

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

5. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 3. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება

1. დედ-მამით ობოლ ბავშვებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ან სტაციონარული მკურნალობისათვის თანხის 50/%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან ბავშვის მეურვეობის შესახებ;

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ზ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან (სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 4. მრავალშვილიანი დედების სოციალური დახმარება

1. მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 14 წლამდე ასაკის, დახმარება გაიცემა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ან სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფისათვის თანხის 50/%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლის (დედის) პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან, ოჯახის შემადგენლობის მითითებით;

დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ე) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან (სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში);

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 5. მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება

1. მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფისათვის თანხის 50/%, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან, ოჯახის შემადგენლობის მითითებით;

დ) ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან (სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 6. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა:

ა) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილ ვეტერანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების დაკრძალვის ხარჯები – 300 ლარის ოდენობით;

ბ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების და მარტოხელა პენსიონერების დაკრძალვის ხარჯები 300 ლარის ოდენობით;

გ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დაკრძალვის ხარჯები 300 ლარის ოდენობით;

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ოჯახის წევრების განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან;

დ) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი გარდაცლილი პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 7. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობისათვის თანხის 50/%, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან ან შესაბამისი კომისიის დასკვნა;

ე)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 8. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახების სოციალური დახმარება

1. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისათვის სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ან სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფისათვის თანხის 50/%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით;

დ) დევნილობის დამადასტურებელი საბუთი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან (სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანები სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 9. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სოციალური დახმარების გაწევა

1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთათვის სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ან სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფისათვის თანხის 50/%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან;

ვ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან (სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 10. გადაუდებელი სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფა სხვა კატეგორიის მოქალაქეებზე

1. გადაუდებელი სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფისათვის დახმარება გაეწევა შემდეგ კატეგორიებს:

ა) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ აფხაზეთიდან დევნილ პირებზე სამედიცინო სტაციონარული მკურნალობისათვის თანხის 50/%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

ბ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე გადაუდებელი სამედიცინო სტაციონარული მკურნალობისათვის თანხის 50/%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან;

დ) დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დევნილი პირის შემთხვევაში);

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შსაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 11. ხანდაზმული (100 წლის და მეტი) მოქალაქეების სოციალური დახმარება

1. ხანდაზმულ (100 წლის და მეტი) მოქალაქეებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ან სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფისათვის თანხის 50/%, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100), ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან (სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 12. სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა

გარდა ერთჯერადი სოციალური დახმარებისა, დამატებით ფულადი საჩუქარი გაიცემა დღესასწაულებთან დაკავშირებით შემდეგ კატეგორიებზე:

ა) 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 100 ლარის ოდენობით;

ბ) 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 100 ლარის ოდენობით;

გ) საახალწლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ხანდაზმულ პენსიონერებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, 1-ჯგუფის ინვალიდებზე, მრავალშვილიან დედებზე (5 და მეტი შვილები 14 წლამდე ასაკის).

    მუხლი 13. სხვა ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება

1. წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხს განიხილავს და განკარგულებას გამოსცემს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური საკითხების განმხილველი კომისიის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის საფუძველზე.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი საბუთები:

ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე,ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

    მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდა დახმარება გაიცემა მოქალაქეთა იმ კატეგორიებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ცხოვრობენ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.