დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.155.016067 |
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2012 წლის 20 იანვარი
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №9 დადგენილებით (სსმ,13/07/2010 წ.) დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ’’ ქვეპუნქტი:
„კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები