საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულთა სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულთა სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016021
  • Word
14
20/01/2012
ვებგვერდი, 24/01/2012
300160070.54.066.016021
საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულთა სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №14

2012 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულთა სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საჰაერო კოდექსის291 მუხლის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის 1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის სპეციალური ტანსაცმელი, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრებისათვის ფორმის ტანსაცმელი, 1-6 დანართების შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. დავითაძე

დანართი 1

 

 საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური ფორმა ასაფრენ ზოლზე სამუშაოების საწარმოებლად წითელი შარვალი ჯიბეებით, ნაცრისფერი ამრეკლავი ორი ზოლით; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; წითელი პოლოს ტიპის მაისური მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; წითელი ქურთუკი ჩაჩით (კაპიშონი) ამრეკლავი ნაცრისფერი ზოლებით მარცხენა მხარეს დატანებული საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.

 

 

039010420204204

 

 

 

 

დანართი 2

 

საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური საგაზაფხულო სპეციალური ტანსაცმელი – რუხი (ნაცრისფერი) შარვალი გვერდზე ჯიბით; რუხი (ნაცრისფერი) თხელი ქურთუკი მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.

 

 

0370403703

 

 

დანართი 3

 

 საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა (მამაკაცის) ყოველდღიური საზაფხულო ფორმა მუქი ლურჯი შარვალი 100% შალის; მუქი ლურჯი პიჯაკი 100% შალის, მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; ღია ფერის პერანგი 100% შალის, მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; მუქი ლურჯი ჰალსტუხი 100% აბრეშუმი; მუქი ლურჯი უმკლავო პულოვერი 100% შალი, საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.

 

0270111_3_2033010660502502

 

 

დანართი 4

 

საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრებისთვის (ქალის) ყოველდღიური ფორმამუქი ლურჯი ქვედაბოლო მუხლს ქვემოთ სიგრძით 100% შალის; მუქი ლურჯი პიჯაკი 100% შალის, საყელოზე (ზურგის მხარეს) და მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; ღია ფერის პერანგი 100% შალის, მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; შარფი 100% აბრეშუმი, ერთ ბოლოში საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; მუქი ლურჯი უმკლავო პულოვერი 100% შალი, საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.

 

 

5_1_17_1_103301066053887m

 

 

 

დანართი 5

 

 ყოველდღიური საზაფხულო ფორმა საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის ლურჯი, პოლოს ტიპის მაისური, მოკლე სახელოთი 100% ბამბა, საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი, კეპი საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.

 

 

4_4_106607

 

 

დანართი 6

 

საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური ზამთრის ფორმა (მამაკაცის) – ჯინსის ნაჭრის შარვალი (რეცხვადი ნაჭერი) 5 ჯიბით, უკანა ჯიბეზე დატანილი საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; მუქი ლურჯი დათბუნებული ქურთუკი ჩაჩით (ბეწვის ბორტით) წყალგაუმტარი ნაჭრისაგან, საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; მუქი ფერის მაღალყელიანი პულოვერი 60/70% შალი 32/30 აკრილი, წინა მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი. მუქი ლურჯი ზამთრის კეპი ყურების დამცავით, წყალგაუმტარი ნაჭრისგან, საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი.