„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016236
  • Word
14
23/01/2012
ვებგვერდი, 23/01/2012
010340000.22.027.016236
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 14

2012 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“  საქართველოს იუსტიციის მინისტრი2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრი2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანების (ვებგვერდი, 010340000.22.027.016216, 21/11/2011) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები:

„ჩ) საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმები;

ც) რადიოიზოტოპური ლაბორატორიების მოწყობისა და მედიცინაში ღია რადიოფარმპრეპარატების გამოყენების სანიტარიული წესები და ნორმები.“.

2. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) „თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობები.“.

3. მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12“ ქვეპუნქტი:

„ჰ12) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ ინსტრუქცი.“.

4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:

211. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო:

დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები.“.

5. 22-ე პუნქტის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება.“;

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი