„ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.119.016105
  • Word
2
18/01/2012
ვებგვერდი, 25/01/2012
210020010.35.119.016105
„ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 2

2012 წლის 18 იანვარი

ქ. ხონი

 „ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1. „ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების  შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)   დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლი, რომლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდე სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს:

1) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

2) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 800 ლარის ოდენობით;

3) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

4) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000  ლარის ოდენობით;

5) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%-ის ოდენობით;

6) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;“.

მუხლი  2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. გელენიძე