გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016077
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5
20/01/2012
ვებგვერდი, 25/01/2012
200230000.35.161.016077
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/01/2012 - 11/03/2013)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 5

2012 წლის 20 იანვარი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ემუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. უძრავ ქონებაზე:

ა) ცენტრალურ ზონაში (ქ. გარდაბნის დავით აღმაშენებლის ქუჩა) – ქონების საბალანსო ღირებულების 5%;

ბ) შუალედურ ზონაში  (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) ქონების საბალანსო ღირებულების 5%;

გ) პერიფერიულ ზონაში (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – ქონების საბალანსო ღირებულების 5%

2. მოძრავ ქონებაზე – ნივთის საბალანსო ღირებულების 5%.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. : ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე               გ. ფეიქრიშვილი