გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
20/01/2012
ვებგვერდი, 25/01/2012
200140030.35.161.016076
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/01/2012 - 16/02/2012)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 4

2012 წლის 20 იანვარი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).

    მუხლი 2

დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).

    მუხლი 3

ამ გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

    მუხლი 4

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

    მუხლი 5

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლისქ. №14), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. ფეიქრიშვილი

 

დანართი №1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMGXItLXCXK, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG  –არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-ს;

გ) ItL   არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

ე) K–არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

It L

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

 0,52

 1.2

 0.24

 70

 10.4832

შუალედური ზონა

 0,52

 1.0

 0.24

 70

 8.736

პერიფერიული ზონა

 0.52

 0.8

 0.24

 70

 6.9888

“.

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.

4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.

 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს.

 

დანართი №2

 

 ქ. გარდაბნის ზონების აღწერა

 

 ლოკალური ტერიტორიული ინდექსი L t L

      ცენტრალური ზონა

ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა

 1.2

შუალედური ზონა

უალედური ზონა: ქეთევან წამებულის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა, ს.ვურგუნის ქუჩა, გორკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოლმეურნის ქუჩა ლადო ასათიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სიხნოს ქუჩას.ვურგუნის ქუჩის გადაკვეთამდე. ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სადგურის და დ.აღმაშენებლის ჩიხი 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთამდე.

 1.0

 

 პერიფერიული ზონა

პერიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის უჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭაჭავჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7 ქარის დასახლება, თბილსრესის დასახლება, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩის ჩიხი, 9 აპრილის ქუჩის II ჩიხი, ქვემო კაპანახჩის დასახლება, ელაშხას დასახლება და სხვა.

 0.8