ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

  • Word
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
20/01/2012
ვებგვერდი, 25/01/2012
200230000.35.161.016075
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/01/2012 - 07/03/2012)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 3

2012 წლის 20 იანვარი

ქ. გარდაბანი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011წლის 28 თებერვლის №5 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №14), საქართველოს ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. ფეიქრიშვილ

 

დანართი

 ქონების გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის, გაკულტურებული)

17

2

საძოვრები (მათ შორის, გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებ

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

50

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამოდასხვ.) მიწები

72

მუხლი 5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 6

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოფიციენტი:

ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ.გარდაბანი დავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.2;

ბ) შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0

ბ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 0.8.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ცენტრალური ზონა (ქ.გარდაბანი დავით აღმაშენებლის ქუჩა)

0,24

1,2

0,288

2

შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები)

0.24

1.0

0.24

3

პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)

0,24

0.80

0,192

მუხლი 7

1. ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის განთავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ემუხლი.