„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.161.016073
  • Word
1
20/01/2012
ვებგვერდი, 24/01/2012
190020020.35.161.016073
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 1

2012 წლის 20 იანვარი

 ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი განისაზღვროს 11627,7 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლების მუხლი განისაზღვროს 200,0 ათ. ლარით (დანართი №2);“.

    მუხლი 4

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 11757,9 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 5

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-5 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი განისაზღვროს 1705,4 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 7

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯი განისაზღვროს 1143,7 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 8

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლი განისაზღვროს 44,0 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 9

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯი განისაზღვროს 696,2 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 10

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი განისაზღვროს 923,3 ათ. ლარით, მათ შორის სარეზერვო ფონდი 193,0 ათ. ლარი (დანართი №3)“.

    მუხლი 11

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-14 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის მუხლი განისაზღვროს 2083,6 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 12

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-15 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე განისაზღვროს 2510,0 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 13

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი განისაზღვროს 308,7 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 14

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ასიგნებების მუხლი განისაზღვროს 1874,4 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 15

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 4774,8 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 16

დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

    მუხლი 17

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 18

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე           გ. ფეიქრიშვილი