,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016276
  • Word
10/ნ
20/01/2012
ვებგვერდი, 25/01/2012
430210000.22.022.016276
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 10/ნ

2012 წლის 20 იანვარი

 ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 213/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 111228016, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016250) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს ზოგადი უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასწავლო უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ბანკში“;

გ) მე-10 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„4. აკადემიური საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით;

5. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.

6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება.“

7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად აკადემიური საბჭოს დარჩენილი ვადით“.

დ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რექტორთან შეთანხმებით იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;”;

ე) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ან წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.”;

ვ) 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს, ფაკულტეტის საბჭო დაუყოვნებლივ განიხილავს და გამოსცემს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და რექტორის წარდგინებით ნიშნავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ან მოტივირებული უარით დაუბრუნებს რექტორს საკითხს.”;

ზ) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (გარდა პირველი ადმინისტრაციული რეგისტრაციისა);

გ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;

დ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის უუნარობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში;

ე) ორსულობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა;

ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულაბაში სწავლა;

ზ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;

თ) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადაში პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა, თუ სტუდენტი სწავლის ვადის გაგრძელების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში შესაბამისი განცხადებით არ მიმართავს ფაკულტეტის დეკანს.

2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ხუთ წელზე მეტი ხნით სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

დ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში მონაწილეობას;

ე) უხეში დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;

ვ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;

ზ) გარდაცვალება;

თ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა.”;

თ) 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 43. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლო უნივერსიტეტს დასახული მიზნებისათვისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

3. სასწავლო უნივერსიტეტს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.

4. სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოა რეგენტთა საბჭო, რომელიც ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის ზედამხედველობას. რეგენტთა საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს სასწავლო უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“;

ი) 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესდების ძალაში შესვლის შემდეგ სასწავლო უნივერსიტეტის მოქმედი:

ა) აკადემიური საბჭოს შემადგენლობის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 2 თებერვლამდე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობისა და საბჭოს სპიკერის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე;

გ) რექტორის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე;

ვ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსების უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე;

ზ) დეკანების უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე;

თ) აკადემიური პესონალის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით;

ი) სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული სპეციალისტების უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით;

კ) მასწავლებლების უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით;

ლ) დამხმარე პერსონალის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით;

მ) სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი