დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016087 |
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2012 წლის 20 იანვარი
ქ. კასპი
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში (სსმ, 03.11.2011; 190020020.35.149.016069 ) შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის 18-დან 60 წლამდე ასაკის ონკოლოგიური ავადმყოფი .“ ;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნ ეს ;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთაც გააჩნიათ 70 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა , მედიკამენტებით დახმარება მოხდება ერთჯერადად, 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით .“ ;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან“ ;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების შესახებ .“ ;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან, გარდა ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებისა .“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები