დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016087 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 17 იანვარი
ქ. მცხეთა
,, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება “მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში , კერძოდ,
1.1. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ’’ ქვეპუნქტი:
,,კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური’’.
1.2. დებულების მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა’’.
1.3. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ქვეპუნქტი:
,,11. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები’’.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები