შპს „Best Brokerage“–ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

  • Word
შპს „Best Brokerage“–ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/01/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
33
16/01/2012
ვებგვერდი, 20/01/2012
შპს „Best Brokerage“–ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №33

212 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „Best Brokerage-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის 124/01 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „Best Brokerage რეგისტრირებულ იქნს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი 012009.

2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შეიტანოს შპს „Best Brokerage-ის სარეგისტრაციო მონაცემები.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი     ო. ნადარაია