დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 133 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 17/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016116 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №133
2012 წლის 17 იანვარი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ მერიის დებულებაში (გამოქვეყნება: ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები 13/07/2010) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური;“.
2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების მართვის უზრუნველყოფა და კანონიერი მოსარგებლეებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.“.
მუხლი 2.
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართი №2-ში და მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური.“.
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. ბარათაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები