დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ" |
| მიღების თარიღი | 18/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
შპს ,,სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
შპს ,,სქაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის მმართველი შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებისა ,,კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, აქვეყნებს, განჩინების დადგენილებით ნაწილს შპს ,,სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების 2012 წლის 25 იანვარს 14:00 სთ-ზე მოწვევის შესახებ.
1. მოწვეულ იქნეს შპს „სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა.
1.2. რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 25 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს შპს „სქაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩნების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესიის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩნების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ დირექტორი პ. კუნჭულია
შპს ,,სქაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის მმართველი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები