დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.131.016072 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/01/2012 - 23/01/2013)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 02
2012 წლის 17 იანვარი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
დადგინდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. ქობულეთის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 28 იანვრის №03 დადგენილება.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
დანართი №1
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ქ. ქობულეთში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ქობულეთის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) lMG არის ქ. ქობულეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის –1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ქობულეთში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| lMG | ITL | C | k | CN (ლარი) |
| ცენტრალური ზონა | ||||
| 0,58 | 1,3 | 0,24 | 300030030 | 54.29 |
| შუალედური ზონა | ||||
| 0,58 | 1 | 0,24 | 150 | 20.88 |
| პერიფერიული ზონა | ||||
| 0,58 | 0.7 | 0,24 | 150 | 14.62 |
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 6.26 ლარს.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44 ლარს.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 5.22 ლარს.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასი.
7. შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებებში (გარდა ქ. ქობულეთისა) და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 20.88 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული წესი.
დანართი №2
| ქ. ქობულეთის ზონების აღწერა | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL |
| ცენტრალური ზონა | |
| ზ.ჟვანიას სახელობის ხიდიდან დ.აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე თბილისის ქუჩისა და მეგობრობის ქუჩის კვეთამდე | 1,3 |
| შუალედური ზონა | |
| მდ. ჩოლოქის, ოჩხამურის, „სმეკალოვკის “არხის, დასავლეთი მხარე ცენტრალურ ზონამდე. თავისუფლების ქუჩა რკინიგზის გადასასვლელამდე, - თავისუფლების ქუჩის ჩრდილოეთი მხარე 250 მეტრის რადიუსში, თავისუფლების ქუჩისა და რკინიგზის ხაზიგადაკვეთიდან ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე რკინიგზის ხაზის დასავლეთის მხარე მთლიანად ცენტრალურ ზონამდე. | 1 |
| პერიფერიული ზონა | |
| ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორია; (ე.წ. ემტეესის, გელაურის, ჩოლოქის და სხვა ტერიტორიები) | 0,7 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები