„საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 01-3/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016123
  • Word
01-3/ნ
17/01/2012
ვებგვერდი, 18/01/2012
470230000.22.035.016123
„საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-3/ნ

2012 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის  26 მარტის  №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის მე -4 პუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის 132/ნ ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., 33, მუხლი 269) დამტკიცებულ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   8.4. პუნქტის  (მოსახლეობის სამედიცინო დასხივების შეზღუდვა) 8.4.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,8.4.4. ვინაიდან ხელოვნურ წყაროებს შორის სამედიცინო დიაგნოსტიკურ პროცედურებს ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს მოსახლეობის დასხივების პოპულაციური დოზის ფორმირებაში, პაციენტის დასხივების დოზის შემცირებისათვის:

ა) დაუშვებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით მოზრდილთა, ბავშვთა და მოზარდთა რენტგენოსკოპია, ბავშვთა მასობრივი ფლუოროგრაფია, სარძევე ჯირკვლის ფლუოროგრაფია;

ბ) მაქსიმალურად შეიზღუდოს დიაგნოსტიკური მიზნებისათვის რენტგენოსკოპული გამოკვლევები. გულმკერდის, მუცლის ღრუს, რეტროპერიტონეალური არის, ძვალსახსართა სისტემის გამოკვლევის ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია. რენტგენოსკოპიის გამოყენება ხდება მკაცრი კლინიკური ჩვენებებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გონადების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების ეკრანირებას;

გ) მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი განმეორებითი რენტგენოლოგიური გამოკვლევები დროის მოკლე მონაკვეთში;

დ) დაუშვებელია ჯანმრთელ ბავშვთა მასობრივი პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები, თუ ამას ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს;

ე) სათანადო ეპიდსიტუაციის არსებობის შემთხვევაში მოზრდილთა პროფილაქტიკური სამედიცინო რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს დასხივების წლიური ეფექტური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მზვ-ს პროფილაქტიკური დასხივების დადგენილი წლიური ზღვარი შეიძლება გადაჭარბებულ იქნეს მხოლოდ ისეთ არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ პირობებში, რომელიც მოითხოვს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ან მაღალი დოზის შემქმნელი მეთოდების იძულებით გამოყენებას ;

ვ) დაუშვებელია 15 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკური რენტგენოსკოპიული გამოკვლევები. მათი გამოკვლევის ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია, მკაცრი კლინიკური ჩვენებების მიხედვით, გონადების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების ეკრანირებით და დაცვის სხვა (ტექნიკური) საშუალებების მაქსიმალური გამოყენებით. ადრეული ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს გამოსაკვლევი უბნის მიღმა დარჩენილი მთელი სხეულის ეკრანირება ;

ზ) ორსულ და მეძუძურ ქალთა რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევა წარიმართოს მხოლოდ მკაცრი კლინიკური ჩვენებების მიხედვით ;

თ) დიაგნოსტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები ტარდება მხოლოდ კლინიკური ჩვენებებით. ყველა კვლევა დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით მკურნალი ექიმის მიერ ;

ი) რადიონუკლიდების სამკურნალო გამოყენება განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. რადიონუკლიდების სამკურნალო მიზნით გამოყენება ნებადართულია როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად, პაციენტის მიერ მიღებული დოზების მიხედვით, სათანადო რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე