„რადიოიზოტოპური ლაბორატორიების მოწყობისა და მედიცინაში ღია რადიოფარმპრეპარატების გამოყენების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01-2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 470150000.22.035.016122
  • Word
01-2/ნ
17/01/2012
ვებგვერდი, 18/01/2012
470150000.22.035.016122
„რადიოიზოტოპური ლაბორატორიების მოწყობისა და მედიცინაში ღია რადიოფარმპრეპარატების გამოყენების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-2/ნ

2012 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,რადიოიზოტოპური ლაბორატორიების მოწყობისა და მედიცინაში ღია რადიოფარმპრეპარატების გამოყენების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,რადიოიზოტოპური ლაბორატორიების მოწყობისა და მედიცინაში ღია რადიოფარმპრეპარატების გამოყენების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის №10/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., 11, მუხლი 108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე და 72-ე მუხლების, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, მე-12, მე-13, მე-19 და 26-ე მუხლებისა და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1 -ის (რადიოიზოტოპური ლაბორატორიების მოწყობისა და მედიცინაში ღია რადიოფარმპრეპარატების გამოყენების სანიტარიული წესები და ნორმები):

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) რადიოდიაგნოსტიკური კვლევის ბლოკი;

გ) თერაპიული ბლოკი (თერაპიული ბირთვული მედიცინის პროცედურების ჩატარების შემთხვევაში);”.

ბ) მე-4 მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,26. ღია რადიოგარმპრეპარატების სამკურნალო და სადიაგნოსტიკო განყოფილებაში სპეციალური კანალიზაციის (არანაკლებ ორი სალექარით) მოწყობის საჭიროება განისაზღვრება ზოგადი მიდგომით ისე, რომ თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების გარემოში გაშვებამ არ გამოიწვიოს მოსახლეობის დასხივება დადგენილ ნორმებზე მეტად. დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი გათვლებით დაასაბუთოს სპეციალური კანალიზაციის მოწყობის ან არმოწყობის საჭიროება.”.

3. ბრძანების დანართი 3 -ის (რადიოფარმპრეპარატების უსაფრთხო გამოყენების ტიპური წესები) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე