„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის № 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016067
  • Word
3
16/01/2012
ვებგვერდი, 23/01/2012
190020020.35.158.016067
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის № 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

  2012 წლის 16 იანვარი

ქ. ბოლნისი                                          

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის № 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებით (სსმ,26/12/2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება,

1.მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარება

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ კატეგორიებს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი და მეორე ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს  30 ლარის ოდენობით;

ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას  _  250 ლარის ოდენობით;

2. პირველი  და  მე-2 ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, სტაციონარში მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ  70 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა.

3. ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე           ნ. საბიაშვილი