,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.168.016047
  • Word
3
13/01/2012
ვებგვერდი, 20/01/2012
210070000.35.168.016047
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2012 წლის 13 იანვარი

ქ. სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009  წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5  მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის  №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სისტემურ-ელექტრონული ფორმის  თამაშობაზე  მოსაკრებელი განისაზღვროს − კვარტალში    30  000  ლარით“.

3. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51  მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე მოსაკრებელი განისაზღვროს  −  კვარტალში 1 000 ლარით“.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს   თავმჯდომარე                                                                          ზ. ზედელაშვილი