დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული სამუშაოების ნებართვებზე განაცხადების ფორმებისა და ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 30 მაისის №4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 11/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.56.068.016006 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02
2012 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული სამუშაოების ნებართვებზე განაცხადების ფორმებისა და ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 30 მაისის №4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და 303 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული სამუშაოების ნებართვებზე განაცხადების ფორმებისა და ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 30 მაისის №4 ბრძანება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები