„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 11/01/2012
დოკუმენტის ტიპი ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 300380000.56.068.016005
  • Word
01
11/01/2012
ვებგვერდი, 20/01/2012
300380000.56.068.016005
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის

ბრძანება 01

2012 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და 303 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით ( სსმ III, 16.01.02, №5, მუხლი 40) დამტკიცებულ ,,ნავთობისა და გაზის წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” (შემდგომში წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:    

1. წესების 171 მუხლის „ჰ20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ20. „სააგენტო“ ნიშნავს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშვების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას და აქვს განსაკუთრებული უფლება წარმართოს მოლაპარაკებები, გასცეს ლიცენზიები და ყველა შესაბამისი უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე, გააფორმოს ხელშეკრულებები, ასევე ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ლიცენზიების პირობებისა და მოვალეობების შესრულებას;“.

2.  წესების 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ39“ , „40“ , „ 41“ , „ 42ქვეპუნქტები:

,39 „სასაქონლო ნავთობი“ ნიშნავს ხელმისაწვდომ ნედლ ნავთობს, რომელიც მოპოვებულია სახელშეკრულებო ფართობზე და არ გამოიყენება ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, მომზადებულია კომერციული გაყიდვისთვის ან საბაზისო ნავთობის სახით გამოსაყენებლად;

40.    „სასაქონლო გაზი“ ნიშნავს სარეალიზაციოდ მომზადებულ ხელმისაწვდომ ბუნებრივ გაზს, რომელიც მოპოვებულია სახელშეკრულებო ფართობზე ნებისმიერი აირად ნახშირწყალბადის სახით, გაწმენდილს წყლისა და მკვრივი ნაწილაკების მინარევებისაგან, ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოყენებული ან აალებული, ან სხვაგვარად არაკონტროლირებადად დაკარგული ან ჩაჭირხნული გაზის გამოკლებით ხელშეკრულების დებულებების თანახმად;

41. „ზედნადები ხარჯები“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე დაწერილ საერთო-ადმინისტრაციულ და სხვა არაპირდაპირ ხარჯებს, რომლებსაც გაწევს ოპერატორი და მისი აფილირებული კომპანიები და რომლებიც სხვაგვარად არ შედიან ხელშეკრულების ანგარიშსწორების პროცედურაში;

42. „სასაქონლო-მატერიალური მარაგები“ ნიშნავს ქონებას, რომელიც დანადგარების, მოწყობილობის, მასალებისა და ყველა სხვა აქტივის სახით შეძენილია და იმყოფება ოპერატორის მფლობელობაში ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოსაყენებლად..

3. წესების 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. განცხადების შეტანის მისამართი

ყოველი განაცხადი უფლებამოსილების მინიჭებაზე უნდა გაიგზავნოს ფოსტით ან მიტანილ უნდა იქნს შემდეგ მისამართზე: გულუას ქ. 6, 0114, ქ.თბილისი, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო. “.

4. წესებიდან ამოღებულ იქნ 226- მუხლი.

5. წესების LXVII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი LXVII

ფინანსური ანგარიშგება

    მუხლი 237. პროდუქციის განაწილება და ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება

ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს პროდუქციის განაწილების და ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების კვარტალური ანგარიში საანგარიშო კვარტლის მომდევნო მეორე თვის 15 რიცხვამდე. პროდუქციის განაწილების და ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების კვარტალური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოპოვებული ნავთობისა და გაზის რაოდენობის, მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილების, სახელმწიფოს და ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზისა და ინვესტორის ჯამური ხარჯებისა და დანახარჯების შესახებ ფინანსური ანგარიშგების ფორმა № 1-ის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ამ წესების დანართში.

    მუხლი 238. ხარჯები და დანახარჯები

ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს ხარჯებისა და დანახარჯების კვარტალური ანგარიში საანგარიშო კვარტლის მომდევნო მეორე თვის 15 რიცხვამდე. ხარჯებისა და დანახარჯების კვარტალური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინვესტორის ძებნა-ძიების, დამუშავებისა და მოპოვების კაპიტალიზებული, საექსპლუატაციო და საერთო-ადნმინისტრაციული, აგრეთვე სალიკვიდაციო და საფინანსო ხარჯების შესახებ ფინანსური ანგარიშგების ფორმა 2-ის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ამ წესების დანართში.

    მუხლი 239 . სასაქონლო-მატერიალური მარაგები

ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების წლიური ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო მეორე თვის 15 რიცხვამდე. სასაქონლო-მატერიალური მარაგების წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინვესტორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ადმინისტრაციული (საოფისე) და სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესახებ ფინანსური ანგარიშგების ფორმა № 3-ის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ამ წესების დანართში.

    მუხლი 240. მოგების გაანგარიშება

ყველა ოპერატორმა, რომელიც საქმიანობს სარისკო მომსახურების ან/და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა მოამზადოს და წარადგინოს მოგების გაანგარიშების წლიური ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 აპრილამდე. მოგების გაანგარიშების წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინვესტორის შემოსავლის, მისი ხარჯებისა და დანახარჯების და მათი ანაზღაურების, დასაბეგრი მოგებისა და მოგების გადასახადის შესახებ ფინანსური ანგარიშგების ფორმა №4-ის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ამ წესების დანართში..

6. წესებიდან ამოღებულ იქნ 241-ე244-ე მუხლები.

7. წესების 245-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 245. ანგარიშგების წარდგენა

1. ამ თავში ჩამოთვლილი ყველა ანგარიში უნდა გაიგზავნოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის სახელზე შემდეგ მისამართზე: გულუას ქ. №6, 0114, თბილისი, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

2. ანგარიში ითვლება მიღებულად, თუ იგი გადაცემულია პირველ პუნქტში აღნიშნულ მისამართზე.“.

 მუხლი 2. გაუქმდეს ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმები და მათ ნაცვლად დამტკიცდეს     თანდართული:

ა) ანგარიშგების ფორმები (ფორმები: №№1-21);

ბ)  ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ სამუშოებზე უფლებამოსილების მისაღებად განაცხადის ფორმები (ფორმები: №№1-9).

 მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური