„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016309
  • Word
22
13/01/2012
ვებგვერდი, 16/01/2012
200090000.22.033.016309
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №22

2012 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ 3.01.11.) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლის:

ა) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდის შემთხვევაში სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; 

კ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელისათვის არაღიარებული საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.“;

ბ)  მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ბარათზე მონაცემთა შეტანა ხორციელდება  შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე