„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016308
  • Word
21
13/01/2012
ვებგვერდი, 16/01/2012
200090000.22.033.016308
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №21

2012 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების  უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა  საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების  უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა  საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552)  დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 681 მუხლი:

„მუხლი 681. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე  მუხლის  37-ე და 45-ე ნაწილებ ით გათვალისწინებულ შემთხვევებში

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე  მუხლის  37-ე ან/ და 45-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელის განცხადება;

ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.

2. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადაა 1 თვე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება იწყება გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის განცხადების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

4 . განცხადება უნდა მოიცავდეს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) საგადასახადო დავალიანების  ოდენობას (მათ შორის, გადასახადის ძირითად თანხას, ჯარიმას და საურავს);

გ) გადასახადის გადამხდელის ან/მისი წარმომადგენლის ხელმოწერას;

დ)  მოთხოვნას, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, შესაბამისი ნორმის მითითებით.

5 . გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მომართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6 . თუ დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილია, რომ არსებობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე  მუხლის  37-ე ან 45-ე ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით იწყება საგადასახადი დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

7 . გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს მიერ  საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში დროულად (გონივრულ ვადაში) წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე ჩერდება საგადასახად დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება.

8. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა და შესაბამისი გადასახადის ან/და სანქციის შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე  ხორციელდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

  . გვინდაძე