,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016089
  • Word
4
06/01/2012
ვებგვერდი, 17/01/2012
010250020.35.162.016089
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

       ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

       დადგენილება № 4

       2012 წლის 6 იანვარი

      ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებით (სსმ V, №19, 01.09. 2010 წ., მუხ. 500; 010.250.020.35.162.000.507) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,(ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.

  2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,(ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.

 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. გამგეობას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.“.

  4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

  ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:

   ა.ა. მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილებას;

  ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს:

  ბ.ა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა განყოფილებას;

   გ) ზედამხედველობის სამსახური;

   დ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური, რომელიც მოიცავს:

დ.ა. მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას;

დ.ბ. მუნიციპალური შესყიდვების განყოფილებას;

ე) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, რომელიც მოიცავს:

ე.ა. მიწის აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას;

 ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

  ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

თ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

ი) იურიდიული სამსახური.“.

  5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, ხოლო იმავე კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.“.

 6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, ხოლო იმავე კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.“.

 7. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

8. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 ა. მაილაშვილი