„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016031
  • Word
1
06/01/2012
ვებგვერდი, 17/01/2012
210020010.35.142.016031
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2012  წლის 6 იანვარი

ქ. ნინოწმინდა

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა  და განაკვეთების  განსაზღვრის შესახებ“  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1. ,,ნინოწმინდის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის  №4 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 18.03.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; 

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;

გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო  ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;

დ. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40 000 ლარის ოდენობით;

ე. აზარტული ან/და მომგებიანი  თამაშობის მოწყობის  ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ  განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი  აზარტული  ან/და მომგებიანი  თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                               ვ. სტამბოლციანი