დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.110.016074 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2012 წლის 9 იანვარი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ 2011 წლის 9 დეკემბრის №5453-II საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 8 ივლისის №15 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მისი ოდენობა დადგინდეს შემდეგნაირად:
ა. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;
გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%;
დ. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
ე. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სარალოზე, კვარტალში 1 000 ლარი”.
მუხლი 2. ეს დადგენილება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვარიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები