დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016273 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №07/ნ
2012 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, 29.10.2010., №140, მუხ. 2015) დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:
„თავი VIII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 26. გარდამავალი დებულებები
იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და მან 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ამ მიზეზით ვერ გაიარა რეგისტრაცია ან/და ვერ გამოცხადდა ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები