დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1031 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 01/08/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.001.000.973 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №4, 1998 წ., მუხ. 32) საქართველოს კანონის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობისას, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების (მიწის ფართობები) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული მიწის ფართობების ღირებულებად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი.
№1031–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები