„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.030.016038
  • Word
2
10/01/2012
ვებგვერდი, 13/01/2012
040030000.22.030.016038
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №2-№5

2012 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 15.10.2010წ., №133, მუხ. 1923) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ამ წესით გათვალისწინებული საკონსულო ფუნქციების განსახორციელებლსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება დაკავშირებულია სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან, რომელიც შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

12. ამ მუხლის 11 პუნქტი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან.“.

2. მე-2 მუხლიშემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

    „მუხლი 21. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამის განაცხადში მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე სააგენტოს მონაცემთა ბაზით უზრუნველყოფილი კომუნიკაციის მეშვეობით ან/და წერილობითი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით.

2. განმცხადებლის მოთხოვნით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად გაცემული დოკუმენტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს.

3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გზავნილი პირს ვერ ჩაბარდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ან სხვა მიზეზის გამო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ არის ვალდებული ხელმეორედ გააგზავნოს შეტყობინება/ გადაწყვეტილება ან გზავნილი.”.

3. მე-6 მუხლ:

ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71, 72, 73 პუნქტები:

„71. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

72. საზღვარგარეთ საქართველოს ის დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან, დაბადების რეგისტრაციისას განახორციელებენ ასევე არასრულწლოვნის რეგისტრაციას ამ მუხლის 71 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

73. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება მხოლოდ პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის 98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა ზემოხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით შეტყობინება გაეგზავნება სააგენტოს.”;

ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152, პუნქტები:

„151. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და სააგენტოში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ინახება შესაბამისი განცხადება-ანკეტა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის არ ვრცელდება პირადად გამოცხადების ვალდებულება.

152. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის თაობაზე განცხადება-ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ასევე ფოსტის საშუალებით უგზავნის პასპორტს განმცხადებელს.“;

გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით წერილობით შეიძლება დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა საქართველოს მოქალაქემ, ან უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა საკუთარი შვილის შემთხვევაში, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით. ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით, ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.“;

დ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17, მე-18 მე-19, მე-20 და 21-ე პუნქტები:

„17. თუ ვერ მოხერხდა დამზადებული პირადობის მოწმობის ან პასპორტის გადაცემა განმცხადებლისათვის, მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი ინახება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ერთი წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას და შემდგომი უტილიზაციისათვის ეგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

18. ნაპოვნი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი საკონსულო დეპარტამენტის დახმარებით ეგზავნება მის გამცემ ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ ნაპოვნი პირადობის მოწმობა ან პასპორტი გაცემულია საზღვარგარეთ საქართველოს ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას და შემდგომი უტილიზაციისათვის ეგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

19. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა წარედგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაუქმების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს. ასეთის არარსებობისას უტილიზაციისათვის ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ეგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ხოლო სააგენტოს მიერ გაცემული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი – სააგენტოს.

20. საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა 10 წლის, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში 3 წლის ვადით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემა 10 წლის, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში 4 წლის ვადით.

21. საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემა ერთი თვის ვადაში.“.

4. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41,42, 43 პუნქტები:

„41. თუ ვერ მოხერხდა დამზადებული სამოქალაქო აქტის მოწმობის გადაცემა განმცხადებლისათვის, მოწმობა ინახება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ერთი წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაცია შემდგომი უტილიზაციისათვის ეგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

42. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საზღვარგარეთ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გარდაცვალების რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მომართვის ან შეტყობინების საფუძველზე.

43. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების გარდა, გარდაცვალების მოწმობა შესაძლოა გაიცეს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი აუცილებელია გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების მიზნებისათვის.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

. ვაშაძე

. ადეიშვილი