დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016414 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №24
2012 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის № 265 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., № 73, მუხ. 523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი (შემდეგში – თეატრი).“;
გ) ბრძანებულების 21 პუნქტის:
გ.ა) პირველ აბზაცში სიტყვები: „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი)“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ“;
გ.ბ) „ა“ ქვეპუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური“;
დ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები