დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1025 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/07/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 01/08/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.970 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. გარანტირებული სამელიორაციო ქსელებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის განსაზღვრისას (გარდა მიწის რეფორმით კერძო საკუთრებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა), შესაბამისი სასოფლო-ადმინისტრაციული რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მიეცეთ უფლება, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარდგინებით გაზარდონ მიწის გადასახადი 100 პროცენტამდე (იმის გათვალისწინებით, რომ თანაბარ პირობებში მყოფ სამეურნეო სუბიექტებს არ ჰქონდეთ განსხვავებული გადასახადი).“.
2. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე ნაწილი:
„46. 2007 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) არ აღემატება 100 ათას ლარს, საქმიანობის ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ნაცვლად დაიბეგრონ მხოლოდ მიწის გადასახადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი.
№1025–რს
დოკუმენტის კომენტარები