დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5622-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480470000.09.001.016088 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 5 მაისის №4672-Iს დადგენილებით დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011–2013 წლების სამოქმედო გეგმის“ 6.1.1 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012−2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2011 წლის 27 დეკემბერი.
№5622-რს
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა
| მიმართულება I – მონაწილეობა: გადაწყვეტილების მიმღებთა დონეზე ქალთა მონაწილეობა კონფლიქტის აღმოფხვრის, პრევენციისა და მართვის პროცესში |
| |||||||||||||
| მიზანი 1: უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა
|
| |||||||||||||
| ამოცანა | საქმიანობა | ინდიკატორი | შემსრულებელი | ვადა | დაფინანსების წყარო |
| ||||||||
| 1.1. უსაფრთხოების სექტორში გადაწყვეტილე ბის მიმღებთა დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა
| 1.1.1. უსაფრთხოების სექტორში წამყვან თანამდებობებზე/ გადაწყვეტილების მიმღებთა დონეზე ქალთა რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა
| 1.1.1.1. უსაფრთხოების სექტორში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ტრენინგების მონაწილე ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები[1] „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 1.1.1.2. უსაფრთხოების სექტორში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით სამთავრობო უწყებების მიერ გატარებული დროებითი განსაკუთრებული ღონისძიებების რაოდენობა, რომლებიც გულისხმობს ქალთა ჩართულობის სტიმულირებას ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების და ცნობიერების ასამაღლებელი სხვა ღონისძიებების გამართვის მეშვეობით. 1.1.1.3. შესაბამის სასამართლო და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის შესახებ მონაცემების თანამდებობების/კატეგორიების მიხედვით დანაწევრება
| გენდერული თანასწორობის საბჭო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2015
| სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები
|
| ||||||||
| 1.2. ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა
| 1.2.1. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე 1.2.2. საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ქალი-მედიატორების მოსამზადებლად | 1.2.1.1. სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩართული დელეგაციის წევრების მიერ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების რაოდენობა
1.2.2.1. სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე ქალებისა და ქალთა ჯგუფების, ქალი-მედიატორების მოსამზადებლად ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა
| გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2015
| სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები |
| ||||||||
| 1.3. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და სამშვიდობო კონტინგენტში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერა და ამ შენაერთების ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდა
| 1.3.1. სამშვიდობო კონტინგენტის ტრენინგი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების შესახებ
1.3.2. გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების თავდაცვის ეროვნული აკადემიის შესაბამის სასწავლო გეგმაში შეტანა
1.3.3. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და სამშვიდობო კონტინგენტში ქალთა მონაწილეობის სტიმულირების მიზნით მოქმედი ფიზიკური ნორმატივების საჭიროებისამებრ გადახედვა | 1.3.1.1. სამშვიდობო კონტინგენტში გასაგზავნ ქვედანაყოფებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების მიერ ყოველწლიურად გენდერული საკითხებისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების[2] შესახებ ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა (სქესის ნიშნის მიხედვით დანაწევრებული მონაცემები)
1.3.2.1. თავდაცვის ეროვნული აკადემიისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების მიერ გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების[3] შესახებ მომზადებული და დანერგილი დამხმარე/სატრენინგო მასალა
1.3.3.1. ფიზიკური ნორმატივების გადახედვის შედეგები
| გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2015
2012− 2015
2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები |
| ||||||||
| 1.4. სახალხო დიპლომატიის პროცესებისა და ამ პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა
| 1.4.1. ნდობის აღდგენის მიზნით ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების, მონაწილეობით ერთობლივი ეკონომიკური, სავაჭრო, განათლების, კულტურული, ეკოლოგიური და სხვა პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა
| 1.4.1.1. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა მონაწილეობით განხორციელებული ერთობლივი პროგრამების/პროექტების რაოდენობა
1.4.1.2. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა მონაწილეობით განხორციელებული ერთობლივი პროგრამების/პროექტების მონაწილე ქალებისა და გოგონების რაოდენობა
| გენდერული თანასწორობის საბჭო, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2015
| სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები |
| ||||||||
|
|
| |||||||||||||
| მიმართულება II – პრევენცია: კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინება და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ყველა ფორმის ძალადობის აღკვეთა
|
| |||||||||||||
| მიზანი 2: კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინება
|
| |||||||||||||
| ამოცანა | საქმიანობა | ინდიკატორი | შემსრულებელი | ვადა | დაფინანსების წყარო | |||||||||
| 2.1. კონფლიქტის პრევენციის მექანიზმების და ადრეული გაფრთხილების სისტემაში ქალთა საკითხების გათვალისწი-ნება
| 2.1.1. საჯარო მოხელეებისათვის კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვის თაობაზე ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა (სქესის ნიშნით, თანამდებობების მიხედვით დანაწევრებული მონაცემები)
2.1.2. საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ეფექტიანი დახმარების ჯგუფების ჩამოყალიბებისა და მომზადებისათვის, კონფლიქტურ სიტუაციებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, დახმარების მიზნით ტრენინგების ჩატარების კოორდინირება
| 2.1.1.1. კონფლიქტის პრევენციაზე ორიენტირებულ მექანიზმებსა და ადრეული გაფრთხილების ღონისძიებებში გენდერული პრინციპების შესატანად ჩატარებული სემინარების და მათ მონაწილეთა რაოდენობა (სქესის ნიშნით, თანამდებობების მიხედვით დანაწევრებული მონაცემები)
2.1.2.1. ეფექტიანი დახმარების ჯგუფებისათვის ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა | გენდერული თანასწორობის საბჭო, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
| 2012− 2015
2012− 2015
| სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
| 2.2. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთა რისკებსა და საფრთხეებზე, მათ შორის, საფრთხეებზე, რომლებიც ქალებსა და ბავშვებს ეხება, ინფორმირებულობის გაზრდა
| 2.2.1. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინფორმირებულობა რისკებსა და საფრთხეებზე, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით
2.2.2. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა
2.2.3. სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერება ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების, ასევე კონფლიქტის პრევენციის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით
2.2.4. მედიის ჩართულობა და გააქტიურება სამშვიდობო ინიციატივების და მშვიდობის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში | 2.2.1.1. ქალებისა და ბავშვების მიმართ რისკებისა და საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების არსებული სისტემის ანალიზი და მისი გაუმჯობესების შესახებ მომზადებული წინადადებები
2.2.2.1. საათების რაოდენობა, რომლებიც საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო კურსებს ეთმობა
2.2.3.1. გენდერული თანასწორობის საბჭოს, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის გამართული შეხვედრების რაოდენობა, ერთობლივი ინიციატივები
2.2.3.2. მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, რომლისთვისაც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების, ასევე კონფლიქტის პრევენციის შესახებ; ამ ღონისძიებების მონაწილე ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა
2.2.4.1. სატელევიზიო და რადიოგადაცემების რაოდენობა, საგაზეთო და ინტერნეტგამოცემების რაოდენობა | გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
გენდერული თანასწორობის საბჭო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
| 2012− 2015
2012− 2015
2012− 2015
2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
|
|
| |||||||||||||
| მიმართულება III – პრევენცია: კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინება და ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული ხასიათის, ძალადობის აღკვეთა | ||||||||||||||
| მიზანი 3: კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა წინააღმდეგ სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობის პრევენცია
| ||||||||||||||
| ამოცანა | საქმიანობა | ინდიკატორი | შემსრულებელი | ვადა | დაფინანსების წყარო | |||||||||
| 3.1. გენდერული და სექსუალური ძალადობის აღკვეთა, ნულოვანი ტოლერანტობა ქალებსა და გოგონებზე სექსუალური ძალადობის მიმართ | 3.1.1. საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შეიარაღებული კონფლიქტის/ომის დროს გენდერული და სექსუალური ძალადობის პრევენციის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმის შესწავლა, გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება
3.1.2. კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განხორციელებული სექსუალური ძალადობის დანაშაულების თაობაზე არსებული კანონმდებლობის ანალიზი ნულოვანი ტოლერანტობის თვალსაზრისით და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
3.1.3. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, სამშვიდობო კონტინგენტსა და პოლიციის შენაერთებში სათანადო სწავლება გენდერული საკითხებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების შესახებ, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების თაობაზე
| 3.1.1.1. შეიარაღებული კონფლიქტის/ომის დროს გენდერული და სექსუალური ძალადობის პრევენციის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კვლევის შედეგები
3.1.2.1. კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განხორციელებული სექსუალური ძალადობის დანაშაულების თაობაზე არსებული კანონმდებლობის კვლევის შედეგები და რეკომენდაციები
3.1.2.2. კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განხორციელებული სექსუალური ძალადობის დანაშაულების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ გამართული კონფერენციების, დისკუსიებისა და საინფორმაციო გადაცემების რაოდენობა
3.1.3.1. გენდერული საკითხებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების[4] შესახებ, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების მიმართ გენდერული და სხვა სახის ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების თაობაზე ყოველწლიურად ჩატარებული ტრენინგის და მისი მონაწილე ქალებისა და კაცების რაოდენობა; მომზადებული თანამშრომლების რაოდენობა (სქესის ნიშნით, უწყებების მიხედვით დანაწევრებული მონაცემები)
| გენდერული თანასწორობის საბჭო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო,
დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2015
2012− 2013
2012− 2015
2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები
| |||||||||
|
|
| |||||||||||||
| მიმართულება IV – დაცვა: ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა უფლებების დაცვა, მათი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა
| ||||||||||||||
| მიზანი 4: ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა დაცვა ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებისაგან | ||||||||||||||
| ამოცანა | საქმიანობა | ინდიკატორი | შემსრულებელი | ვადა | დაფინანსების წყარო | |||||||||
| 4.1. საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო კონვენციებთან, აქტებთან, შეთანხმებებთან და მექანიზმებთან შესაბამისობის შეფასება; ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა დაცვა ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებისაგან
| 4.1.1. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა უფლებების დასაცავად და უზრუნველსაყოფად
4.1.2. ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა და კოორდინაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა 4.1.3. გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, გაეროს შესაბამის სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა | 4.1.1.1. ჩატარებული ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული რეკომენდაციები ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის თაობაზე
4.1.2.1. წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართული საკოორდინაციო და საკონსულტაციო შეხვედრების რაოდენობა
| გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
გენდერული თანასწორობის საბჭო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
გენდერული თანასწორობის საბჭო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
| 2012− 2015
2012− 2015
2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები
| |||||||||
| 4.2. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მიერ მართლმსაჯულების სრული ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა
| 4.2.1. სამართალდამცავი ორგანოების, მოსამართლეების, იურიდიული დახმარების სამსახურის[5], ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა შესაბამისი უწყებების ტრენინგი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით[6] გათვალისწინებულ საკითხებზე
4.2.2. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე იურიდიული დახმარების ბიუროს[7] და სხვა მექანიზმების განვითარების მხარდაჭერა | 4.2.1.1. სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მოსამართლეებისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა შესაბამისი უწყებებისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით[8] გათვალისწინებულ საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; მომზადებული თანამშრომლების/კადრების რაოდენობა (სქესის ნიშნით, თანამდებობების, რანგების მიხედვით და სხვა კრიტერიუმებით დანაწევრებული მონაცემები)
4.2.2.1. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიზნით მათთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო (გადამისამართების) მექანიზმი და განხორციელებული ერთობლივი ინიციატივები
| გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2015
2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
| 4.3. იძულებით გადაადგილებულ და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა
| 4.3.1. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა
4.3.2. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების პროფესიული განათლება და მათი უწყვეტი განათლების ხელშეწყობა
4.3.3. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მიერ არსებული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა (რეპროდუქციული ჯანმრთელობა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, ოჯახში ძალადობისაგან დაცვა და სხვა)
4.3.4. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისათვის ომის ფეთქებადი ნარჩენებისაგან გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება | 4.3.1.1. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების, თვითდასაქმებულ და დასაქმებულ ქალთა და გოგონათა რაოდენობა სოციალურად დაუცველი ჯგუფების და ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით (სქესის ნიშნის მიხედვით დანაწევრებული მონაცემები)
4.3.1.2. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისათვის ჩატარებული ბიზნესტრენინგები, განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსები და მათი მონაწილეების რაოდენობა
4.3.2.1. სასწავლო კურსებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა (სქესის ნიშნის მიხედვით დანაწევრებული მონაცემები); ქალებისა და გოგონების მიერ პროფესიული განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების და მათ მიერ მიღებული დიპლომების რაოდენობა
4.3.3.1. იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა არსებული სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ
4.3.4.1. ომის ფეთქებადი ნარჩენებისაგან გაწმენდის შესახებ წარდგენილი შესაბამისი ანგარიშები | გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები | 2012− 2015
2012− 2015
2013− 2015
2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
|
| ||||||||||||||
| მიმართულება V – დახმარება და რეაბილიტაცია – ქალთა სპეციფიკური საჭიროებების უზრუნველყოფა ომის/კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციებში
| ||||||||||||||
| მიზანი 5: ქალთა სპეციფიკური საჭიროებების უზრუნველყოფა ომის/კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციაში | ||||||||||||||
| ამოცანა | საქმიანობა | ინდიკატორი | შემსრულებელი | ვადა | დაფინანსების წყარო | |||||||||
| 5.1. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალების პრიორიტეტებისა და სპეციფიკური საჭიროებების განსაზღვრაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა | 5.1.1. იძულებით გადაადგილებულ და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა და მათი ოჯახების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებების დასადგენად კვლევების ჩატარებისას საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა | 5.1.1.1. ჩატარებული კვლევა და კვლევის ანგარიში, რომელიც ასახავს ქალთა საჭიროებებს 5.1.1.2. კვლევების საფუძველზე მომზადებული პროგრამები/პროექტები იძულებით გადაადგილებულ და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა და მათი ოჯახების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებების გასათვალისწინებლად | გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2013 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
| 5.2. კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის, რეინტეგრაციის, პროექტების დაგეგმვის დროს ქალებისა და გოგონების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა | 5.2.1. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული საჭიროებების შესწავლა
| 5.2.1.1. იძულებით გადაადგილებული და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული საჭიროებების კვლევის შედეგები
| გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით | 2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
| 5.3. ფსიქოსოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იძულებით გადაადგილებული, ლტოლვილი და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონებისათვის
| 5.3.1. საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით იძულებით გადაადგილებული, ლტოლვილი და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული, განსაკუთრებით ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ფსიქოსოციალური საჭიროებების განსაზღვრა, განსაკუთრებით პოსტტრავმული სტრესის მქონეთა და სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების შესასწავლად
5.3.2. დახმარების ჯგუფების (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი) მომზადება/ ტრენინგი ფსიქოსოციალურ დახმარებასა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის მართვაში 5.3.3. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე იძულებით გადაადგილებული, ლტოლვილი და ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონებისათვის შესაბამისი ფსიქოსოციალური და იურიდიული დახმარების გაწევა, მათი ჯანმრთელობის დაცვა
5.3.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებულ „ცხელ ხაზზე“ ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა ზარების შემოსვლის შემთხვევაში მათი შესაბამისი სერვისების მქონე ორგანიზაციებთან გადამისამართება
| 5.3.1.1. ფსიქოსოციალური საჭიროებების განსაზღვრისათვის ჩატარებული კვლევა, განსაკუთრებით პოსტტრავმული სტრესის მქონეთა და სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების შესასწავლად
5.3.2.1. ფსიქოსოციალურ დახმარებასა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის მართვაში ჩატარებული ტრენინგების და მომზადებული კადრების (ქალებისა და მამაკაცების) რაოდენობა 5.3.3.1. შექმნილი შესაბამისი ფსიქოსოციალური და იურიდიული დახმარების და ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმი
5.3.3.2. იმ ქალებისა და გოგონების რაოდენობა, რომელთაც ასეთი დახმარება გაეწიათ
5.3.3.3. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რაოდენობა, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის, ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და აივ ინფექციაზე ტესტირების შესახებ
5.3.4.1. „ცხელი ხაზის“ მოქმედება და ფსიქოსოციალური სერვისების მქონე ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ბაზის არსებობა
| გენდერული თანასწორობის საბჭო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
| 2012− 2015
2012− 2015
2012− 2015
2012− 2015
| სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
| 5.4. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების[9] პოპულარიზაცია | 5.4.1. ქალებთან დაკავშირებული, გენდერული და მშვიდობის მშენებლობის საკითხებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1889, 1820, 1888 და 1960 რეზოლუციების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
5.4.2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა შესაბამის სასწავლო პროგრამებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიდან[10] გამომდინარე საკითხების შესატანად | 5.4.1.1. საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების, მედიაკამპანიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გეგმების რაოდენობა
5.4.1.2. „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების[11] შესახებ მასმედიის ცნობიერების ამაღლების და მისთვის საფუძვლიანად გაცნობის მიზნით ჩატარებული სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების რაოდენობა
5.4.2.1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამოსილ პირებთან შესაბამის სასწავლო პროგრამებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიდან[12] გამომდინარე საკითხების შესატანად გამართული შეხვედრების რაოდენობა
| გენდერული თანასწორობის საბჭო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
გენდერული თანასწორობის საბჭო, დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
| 2012− 2015
2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
| 5.5. ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება/ მონიტორინგი
| 5.5.1. ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობისა და ანგარიშგების/ მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით წარმომადგენლობითი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით
| 5.5.1.1. გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში წარმომადგენლობითი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა
5.5.1.2. წარმომადგენლობითი საკოორდინაციო ჯგუფის მიერ გამართული შეხვედრების რაოდენობა, შეხვედრების ოქმები და მომზადებული წლიური ანგარიშები, თითოეული სამინისტროს წლიური ანგარიში ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ
| გენდერული თანასწორობის საბჭო, ყველა შესაბამისი სამინისტრო[13], დაინტერესებულ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
| 2012− 2015 | სახელმწიფო ბიუჯეტი
დონორი ორგანიზაციები | |||||||||
[1] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[2]Gგაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[3]Gგაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[4] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[5] საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში არსებული სამსახური
[6] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[7] საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში არსებული ბიურო
[8] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[9] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[10] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[11] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[12] გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები
[13] საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები