დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.169.016071
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
10/01/2012
ვებგვერდი, 16/01/2012
210020010.35.169.016071
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/01/2012 - 30/11/2015)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2012 წლის 10 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სა ამაშ ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის , „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად , დედოფლისწ აროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებული იქნეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

2 . სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

 ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 ლარის ოდენობით;

 ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარის ოდენობით;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30000 ლარის ოდენობით;

 ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

 ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარის ოდენობით .

3 . მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4 . ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის დაწესების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის №25 დადგენილება.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                             . ფიროსმანაშვილი