დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.22.027.016230 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №7
2012 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (ვებგვერდი, 190020060.22.027.016227, 30/12/2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა.
6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე. საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით.“.
3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე;“.
5. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. გადაწყვეტილების მიღების ვადა
საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 4 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები