„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016030
  • Word
1
06/01/2012
ვებგვერდი, 13/01/2012
210070000.35.140.016030
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №1

2012 წლის 6 იანვარი

აბა ასპინძა

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 თებერვლის 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 თებერვლის 3 დადგენილებაში (სსმ, გამოქვეყნდა 28.02.2011წ., ს/კ 210070000.35.140.016006) ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 3 000 (სამი ათასი) ლარი.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ა. მელიქიძე