დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.139.016047 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2012 წლის 6 იანვარი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში და დადგენილების მე-4 მუხლის „გ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარი;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე – კვარტალში 30 000 ლარი;
ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 2 000 ლარი.
მუხლი 2
დადგენილება ძლაში შედის კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები