დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 01/08/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.040.000.05.001.000.969 |
საქართველოს კანონი
„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1996, №9, მუხ.189) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ტარიფების შემუშავებისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეგულირების ფუნქცია“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ხოლო ტრანსპორტის სფეროში ტარიფებს შეიმუშავებენ და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ მათი სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ არეგულირებენ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე“.
3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი.
№1024-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები