დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება - შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/8147-2009 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,მაგნატი 2006“-ის გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
შპს ,,მაგნატი 2006“-ის გაკოტრების მმართველმა ვახტანგ კაპანაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარებულ მეორე აუქციონზე სს ,,ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაციის“ მიერ მოხდა მოვალის ქონების შესყიდვა. შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენის, ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენა.
1.2. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილება.
1.3 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 13 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს ,,მაგნატის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები