დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 09/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.54.066.016020 |
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №07
2012 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებით (ვებგვერდი 111013020,17/10/2011წ.) დამტკიცებულ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 . ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – წესი) მოქმედება ვრცელდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების და/ან ამ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას.“.
2. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების გეგმიური (მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ტექ. მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული) ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ეს სერტიფიკატი, ან ანალოგიური დოკუმენტი (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) აღიარებულია სააგენტოს მიერ.“ ;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. იმ შემთხვევაში, თუ უცხო სერტიფიკატი გაცემულია EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ, უცხო სერტიფიკატი ჩაითვლება აღიარებულად ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების გარეშე.“
3. დანართი №12, №13 და დანართი №15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. დავითაძე
დანართი 12
დანართი 13
დანართი 1 5

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები