გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.166.016048
  • Word
3
05/01/2012
ვებგვერდი, 12/01/2012
140060000.35.166.016048
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

 2012 წლის 5 იანვარი

 ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის № 30 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანითაობაზ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დებულების მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები”;

 ბ) დებულების მე-2 თავს დაემატოს 5 1 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. სამსახურის სტრუქტურა

ა) სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისაგან.

 ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

 ბ.ა) ქ. გურჯაანის განყოფილება;

 ბ.ბ) კაჭრეთის განყოფილება;

 გ) სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.”.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           . იაგანაშვილი