დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016046 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
201 2 წლის 5 იანვარი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური, რომელიც მოიცავს:
ზ.ა) ქ. გურჯაანის განყოფილებას;
ზ.ბ) კაჭრეთის განყოფილებას.” .
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, თ ’’ ქვეპუნქტი:
„თ ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“ .
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები