ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.027.016229
4
10/01/2012
ვებგვერდი, 10/01/2012
010320010.22.027.016229
ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 4

2012 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის
დანიშვნის შესახებ

 „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დაინიშნოს ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2012 წლის 11 თებერვალს.

2. ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.

3. გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.

4. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

. ადეიშვილი