შპს „აგრო გრუპი“ს (ს/#232583353) კრედიტორთა საყურადღებოდ

  • Word
შპს „აგრო გრუპი“ს (ს/#232583353) კრედიტორთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აღსრულების ეროვნული ბიურო
მიღების თარიღი 10/01/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/01/2012
ვებგვერდი, 11/01/2012
შპს „აგრო გრუპი“ს (ს/#232583353) კრედიტორთა საყურადღებოდ
აღსრულების ეროვნული ბიურო

განცხადება

შპს „აგრო გრუპის(ს/232583353) კრედიტორთა საყურადღებოდ

 

   გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი) 2011 წლის 10 დეკემბრის 2/10294-2011 განჩინების საფუძველზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს „აგრო გრუპის“  მიმართ (იურიდიული მის.: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №142“ა“ ; ს/232583353; დირექტორი ლევან ვადაქარია).

 აღნიშნული განჩინების საფუძველზე, მეურვედ დაინიშნა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიურო;

გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განჩინების შესაბამისად, შპს „აგრო გრუპის“  კრედიტორთა კრება მოწვეული იქნება 2012 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

 

ამასთან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, შპს „აგრო გრუპის“   კრედიტორებს გთხოვთ 2012 წლის 23 იანვრის ჩათვლით წერილობით წარმოადგინოთ (შპს „აგრო გრუპი“ს  მიმართ არსებული) თქვენი მოთხოვნები აღსრულების ეროვნულ ბიუროში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ) და თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6); მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები. ამასთან, მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მეურვის _ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ წარმომადგენლებს: თამაზ კიკიანს (ტელ.: 577 111 480) ან ვასილ ხაჭაპურიძეს (ტელ.: 577 111 739)

 

მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს

წარმომადგენელი                                                                      თ. კიკიანი