„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016302
  • Word
13
09/01/2012
ვებგვერდი, 11/01/2012
200090000.22.033.016302
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №13

2012 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში მის სახელზე ან გამოიყენება დისტრიბუციის მიზნით და სარეგისტრაციო ბარათში არ არის მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, პირის მიერ მის სახელზე საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა-ს გამოყენება დასაშვებია გამოფენის , პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე, სადაც პირი ახდენს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას. ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით (რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა) მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, რომელიც განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს პირს თანხმობის ან უარის თაობაზე.;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, 15. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვისას ჩეკზე არასწორი თარიღის და დროის ჩვენების, აგრეთვე მომენტალური გადახდების ტექნოლოგიების და მოწყობილობების საშუალებით გაწეული მომსახურებისას (საქმიანობის ამ ნაწილში) სსა-ს გარეშე მუშაობის ან სსა-ს გამოუყენებლობის ფაქტის გამოვლენა, ასევე ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ წარმოადგენს პირისათვის საგადასახადო სანქციის დაკისრების საფუძველს.“.

2. 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 6. ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. თუ მესამე პირი განაცხადებს ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების აქტში და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.“.

მუხლი 2.

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. გვინდაძე